დევთ-დედაბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევთ-დედაბერი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, დევის დედა, იშვიათად – და. გარეგნობით ემსგავსება მსოფლიო ფოლკლორის არქაულ დედაბერს. გოლიათურ გარეგნობაზე მიუთითებს სართავი მოწყობილობა: ნაძვის თითისტარი და წისქვილის ქვის კვირისთავი. მამაკაც დევებთან შედარებით ნაკლებ ბოროტი, იგი თავშესაფარსა და ცეცხლს აძლევს გმირს და იფარავს თავისი კაციჭამია შვილებისაგან. როგორც დედამთავრული ოჯახის მეთაური დევთ-დედაბერი პირველ გამოცდას უწყობს გმირს. აქეს მეტამორფოზის უნარი, მრავალთავიანია.ა ქართული ზღაპრის მიხედვით მიეკუთვნება შედარებით ქომაგ დედაბერთა რიცხვს.

მ. ჩაჩავა



ლიტერატურა

  • თ. ოქროშიძე, ქართული ფანტასტიკური ზღაპრის მხატვრული სახეები (დედაბერი), ქართ. ფოლკლორი, I-II, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები