დეივი ჰამფრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამფრი დეივი

ჰამფრი დეივი (დევი) – (ინგლ. Humphry Davy, 1778-1829 წ.), ბრიტანელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ახალგაზრდა დეივი განსაკუთრებით როდი განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისაგან და მეცნიერებისადმი არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა. სამაგიეროდ უყვარდა ცხენის ჯირითი, ნადირობა და თევზაობა.

ჭეშმარიტი გადატრიალება დეივის ცხოვრებაში ცნობილი ფრანგი ქიმიკოსის ლავუაზიეს წიგნმა მოახდინა. მისმა ცდებმა იმდენად ძლიერად იმოქმედეს ახალგაზრდა დეივიზე, რომ მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაემეორებინა ეს ცდები.

იმ დროს, საუკუნის გარდატეხის ისეთი ამბები მოხდა, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს დეივის შემდგომ ბედზე. ვოლტამ გამოიგონა გალვანური ელემენტი. ნიკოლსონმა და კარლეილმა ამ ახალი მუდმივი დენის წყაროს გამოყენებით 1801 წელს მოახდინეს წყლის ელექტროლიზი, ცნობილმა ფიზიკოსმა რუმფორდმა ლონდონში ჩამოაყალიბა ეგრეთწოდებული სამეფო ინსტიტუტი (Royal Jnstitution), რომლის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მხარდაჭერა; ინსტიტუტმა მოაწყო საჯარო ლექციები. ლექციები ქიმიაში დაევალა დეივის, მან სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა ლექტორმა. ერთ-ერთ მსმენელთაგანი იყო ფარადეი, რომლისთვისაც დეივის ლექციები ისეთივე სტიმული გახდა, როგორიც ლავუაზიეს წიგნი დეივისთვის.

დეივი იყო არამარტო კარგი ორატორი, არამედ შესანიშნავი ექსპერიმენტატორიც, როცა ერთ–ერთი ფიზიკოსი უოლასტონი ამტკიცებდა, რომ სუფთა წყლის ელექტროლიზის დროს პოლუსებზე თავს იყრის მჟავეები და ფუძეებიო, დეივიმ გაიმეორა ექსპერიმენტი და დაამტკიცა, რომ ეს „სუფთა“ წყალი სინამდვილეში დაჭუჭყიანებულა იყო.

ამ დროისათვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ეგრეთწოდებული მარილები წარმოადგენენ მჟავეებისა და მეტალთა ჟანგების ნაერთებს. მაგრამ ზოგიერთი სახის, მარილებისგან, განსაკუთრებით მარილებისგან, რომლებიც წარმოიშობიან მჟავეების პოტაშზე და სოდაზე მოქმედების შედეგად, ვერ შეძლეს მეტალის მიღება. ამ მარილების წყალხსნარებში ელექტრული დენის გატარებისას იღებდნენ მჟავეებს და არა სუფთა მეტალს.

დეივიმ გადაწყვიტა მყარ მდგომარეობაში მყოფ მჟავეებზე ემოქმედა ძლიერი ელექტრული დენით. ამ მიზნისათვის სამეფო ინსტიტუტში რამოდენიმე დიდი გალვანური ელემენტი შექმნა, ყოველი მათგანი შედგებოდა რამოდენიმე ათასი ელემენტისაგან და გაატარა ძლიერი ელექტრული დენი კალიუმის ტუტის ნაჭერში, მოგვიანებით კი ნატრიუმის ტუტეში, რომელიც მოთავსებული იყო პლატინის ტიგელში.

ელექტრონული დენის მოქმედებით ეს ქიმიური ნაერთები დნებოდა, ამ დროს გამოცალკევდებოდა ხოლმე წინათ უცნობი მეტალის თხევადი ნაჭრები.

ამრიგად დეივიმ აღმოაჩინა ორი მეტალი – ნატრიუმი და კალიუმი (ორივე ეს მეტალი – როგორც მან დაამტკიცა – იმდენად მსუბუქია და ადვილად აალებადი, რომ დაცურავს რა წყალზე, იწვის მკვეთრი ალით). დეივი – სხვა მკვლევრების მიერ ადრე ჩატარებულ აღმოჩენებისგან დამოუკიდებლად – შეიძლება ჩავთვალოთ ელექტროქიმიის შემქმნელად.

სამუშაომ, რომელმაც მიიყვანა ტუტე მეტალების აღმოჩენამდე, წაართვა იმდენი ძალა და დრო, რომ მისი დამთავრების შემდეგ დევი თავს იმდენად დაღლილად გრძნობდა ფიზიკურად და ფსიქიკურად, რომ იძულებული იყო აეღო შვებულება მეცადინეობას მხოლოდ 1808 წლის გაზაფხულზე შეუდგა.

1810 წელს დეივიმ პირველად ჩაატარა ელექტრული რკალის დემონსტრირება.

ამ აღმოჩენიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრული რკალის მოვლენა პრაქტიკულად გამოუყენებელი იყო ელექტრული ენერგიის შესაბამისი წყაროს უქონლობის გამო.

ელექტრული რკალი პირველად გამოყენებულ იქნა განათებისათვის, შემდეგ კი სამრეწველო მიზნებისათვის (მაგალითად, მეტალურგიაში).

1812 წელს დეივიმ თავისი მეცნიერული დამსახურებისათვის თავადობა მიიღო.

მან ორი წელი გაატარა ევროპის კონტინენტზე. დეილის ყველგან დიდი ზეიმით ხვდებოდნენ. ინგლისში დაბრუნების შემდეგ მიიღო სამეფო საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა (Royal Society), მაგრამ მისი შემოქმედებითი ძალები (თუმცა გამოიგონა მაღაროს უსაშიშრო ნათურა მეტალის ბადით, რამაც მისი ავტორიტეტი უფრო გაზარდა) მიწურული იყო. 1820 წ. დამბლა დაეცა და ამიტომაც უარი თქვა თავის მოვალეობის შესრულებაზე.

ცხოვრების უკანასკნელი წლები მიუძღვნა ლექსების თხზვას, დაწერა აგრეთვე წიგნი კალმახებზე.

თავისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაემგზავრა სამხრეთ ევროპაში და ამ მოგზაურობის დროს 1829 წლის 28 მაისს გარდაიცვალა.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები