დერცელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერცელი, (დერსელი) – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხის საკრებულოში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ღაღვისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1440-1610 სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 17 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 326, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). ადრინდელ წყაროებში იგი დერსელის სახელით იყო ცნობილი. ტოპონიმი ქართულია.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები