დიათეზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიათეზა – (ბერძნ. diatesis – გვარი), მიმართებათა სქემა სინტაქსური და სემანტიკური დონის ერთეულებს შორის. სემანტიკური დონის ერთეულებია სიტუაციის ზმნით გამოხატული მონაწილენი: სუბიექტი (აგენსი), ობიექტი (პაციენსი), ინსტრუმენტი, ადრესატი და სხვ. სინტაქსური დონისა კი – წინადადების წევრები: ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება და სხვ. ზოგჯერ გვაქვს პირდაპირი შესატყვისობა ამ ორი დონის ელემენტთა შორის: სუბიექტს გამოხატავს ქვემდებარე, ობიექტს – პირდაპირი დამატება, ადრესატს – ირიბი დამატება. ასეთ მიმართებას ამოსავალი დიათეზა ეწოდება. ზოგჯერ მიმართება იცვლება. თეორიული შესაძლებლობა მრავალგვარია. შესაძლებელია სიტუაცია გულისხმობდეს სუბიექტს, წინადადებაში კი არ იყოს ქვემდებარე. მაგ., „ჩვენთან აშენებენ მეტროს“. დიათეზათა აღრიცხვი ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინებას გულისხმობს. შესაბამისი მაგალითები სხვადასხვა ენის მასალაზე ვლინდება. ამოსავალი დიათეზის ცვლის ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც ობიექტი ქვემდებარედ იქცევა, სუბიექტი კი – უბრალო დამატებად: „კაცი წერს წიგნს“ – „წიგნი იწერება კაცის მიერ“. ასეთი ცვლილება ხდება ენებით გვარში. გვარი დიათეზის ერთ-ერთი სახეობაა. კერძოდ, დიათეზა გვაძლევს გვარს იმ შემთხვევაში, როდესაც ზმნაში რეგულარულად აისახება (მორფოლოგიურად გამოიხატება) შესატყვისობა სინტაქსური და სემანტიკური დონის ელემენტებს შორის. გვარი არის ზმნაში გრამატიკულად მარკირებული

ლ. ენუქიძე




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები