დივერგენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დივერგენცია (ანუ ვექტორის განშლადობა), მართკუთხა კოორდინატებში Wrfi089.png = u(x,y,z) Veqtori007.png + v(x,y,z) Veqtori009.png + w(x,y,z)Veqtori011.png ვექტორული ველისა M(x,y,z) წერტილში არის სკალარული სიდიდე div Wrfi089.png = ∂u/∂x + ∂v/∂y + ∂w/∂z.

დივერგენცია არ არის დამოკიდებული ევკლიდეს სივრცეში კოორდინატთა დეკარტის სისტემის არჩევაზე. დივერგენციის გეომეტრიული აზრი ასეთია: დივერგენცია არის წერტილის შემომსაზღვრელ შეკრულ ზედაპირზე ვექტორული ველის ნაკადისა და ამ ზედაპირის მიერ შემოსაზღვრული მოცულობის ფარდობის ზღვარი, როცა ზედაპირი წერტილისაკენ მოიჭიმება. ამასთანავე, ჩათვლილია, რომ კერძო წარმოებულები ∂u/∂x,∂v/∂y,∂w/∂z უწყვეტია.

მაქსველმა განსახილველად შემოიღო სიდიდე (∂u/∂x+∂v/∂y+∂w/∂z, რომელსაც უწოდა „კონვერგენცია წერტილში“ (1873). აქედან ბუნებრივად წარმოიშვა დივერგენციის ცნება. ტერმინი შემოთავაზებული იყო კლიფორდის მიერ (1878); მანვე აღნიშნა დივერგენცია ნიშნით div Wrfi089.png (პირველი სამი ასო სიტყვისა divergence – „განშლადობა“).

დივერგენციის თვისებები:

div(Veqtoruli namravli001.png + Koo005.png) = div Veqtoruli namravli001.png + div Koo005.png;

div(φVeqtoruli namravli001.png) = φdiv Veqtoruli namravli001.png + Veqtoruli namravli001.png gradφ;

divrot Veqtoruli namravli001.png = 0;

divgradφ=∆φ (∆ - ლაპლასის ოპერატორია).

div [ Veqtoruli namravli001.png, Koo005.png] = (Koo005.png,rot Veqtoruli namravli001.png) – (Veqtoruli namravli001.png, rot Koo005.png)


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები