დიოქსინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოქსინი − (ბერძ. di ორი და oxýs მჭრელი, წამახვილებული, მჟავა) – ტოქსიკური ნივთიერება, შხამი, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და დიდხანს რჩება გარემოში, საკვებ ნივთიერებასა და ადამიანის ორგანიზმში.

გარემოში დიოქსინი შეიძლება მრეწველობის ნარჩენების, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ასევე გამონაბოლქვის შედეგად მოხვდეს. უკანასკნელ ხანებამდე დიოქსინი საშიშ ნივთიერებად არ ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ის დღემდე არსებულ საწამლავებს (ციანიდები, საომარი საშიში ნივთიერებები და სხვ.) შორის ყველაზე საშიშია. დიოქსინი არის არა ერთი კონკრეტული ნივთიერება, არამედ ქიმიურ ნივთიერებათა კლასი, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება ბენზოლის ბირთვისაგან ჟანგბადის გარემოში ქლორისა და ბრომის თანაარსებობისას, განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე. დიოქსინს გამოაფრქვევს გარემოში გრაფიტის გაწმენდის საწარმოები, ჰერბიციდების, ბენზინის საწარმოები, ცელულოზა-ქაღალდის, ელექტროლიზის ქარხნები. დიოქსინი წარმოიქმნება აგრეთვე ნაგვის წვის, ქლორშემცველი ნარჩენების უტილიზაციის, ელექტროსადგურში ხანძრის დროს. 1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტომ დიოქსინი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ ნივთიერებათა ნუსხაში შეიტანა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები