დოდეკასხოინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოდეკასხოინი – 130 კმ. სიგრძის ტერიტორია ჩრდილოეთ ნუბიაში, დაახლოებით ნილოსის პირველ და მეორე ჭორომებს შორის, კუნძულ ფილედან მახარაკამდე. როგოც ჩანს, ნექტანებოს I-ის დროიდან ეს ტერიტორია ოსირისის და ისიდას სამფლობელოდ ითვლებოდა. ამ დროისათვის მათი უმნიშვნელოვანესი ტაძრები ეგვიპტის უკიდერეს სამხრეთში, ფილეზე და ბიგეზე მდებარეობდა. პტოლემაიოსების პერიოდში დოდეკასხოინის მთელი შემოსავალი შედიოდა ისიდას ტაძარში კუნძულ ფილეზე. პტოლემაიოსები დაინტერესებულები იყვნენ დოდეკასხოინზე კონტროლით, რადგან მახარაკადან გადიოდა საქარავნო გზები ვადი ალაკის ოქროს მაღაროებისაკენ, რომლებსაც ინტენსიურად ამუშავებდნენ ელინისტურ პერიოდში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები