დოუ-ჯონსის ინდექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოუ-ჯონსის ინდექსი - (DowJones’ index)

  1. შემოიღო ამერიკელმა ბიზნესმენმა ჩ. დოუმ 1897 წელს. ადგენს ფასიანი ქაღალდების კურსის მიმართულებას (კრიზისკენ თუ აღმავლობისკენ). გამოიყვანება როგორც უმნიშვნელოვანესი აქციების საშუალო არითმეტიკული. დგება 3 ჯგუფად: I - 30 სამრეწველო აქცია; II - რკინიგზის აქცია; - III - 15 კომუნალური აქცია. დოუ-ჯონსის ინდექსზე გავლენას ახდენს: რისკის ფაქტორი, სარგებლის განაკვეთი, ლიკვიდუნარიანობა, ფულის დაბანდების ალტერნატიული სფეროები;
  2. აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების საშუალო აქციების კურსები, რომლებზეც მოდის საბირჟო ბრუნვის დაახლოებით მესამედი, მათ შორის ისეთი ცნობილი ფირმებისა, როგორიცაა „ამერიკენ ტელეფონ ენდ ტელეგრაფი“ (ATT), „ბეტლეჰემ სტილი“, „დიუპონი“, „ექსონი“, „ჯენერალ ელექტრიკი“, „ჯენერალ მოტორზი“, „იუნაიტედ-სტილი“ - და სხვ. 30 სამრეწველო კომპანიის აქციების კურსის დაჯამებით მიღებული თანხის საფუძველზე განისაზღვრება კრებსითი ინდექსი. მისი გაანგარიშება პერიოდულად კორექტირდება არსებული მდგომარეობის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ დოუჯონსის ინდექსს ამერიკულ პრესაში ხშირად აკრიტიკებენ და ალტერნატიული მაჩვენებლებიც კიმოჰყავთ, მისი დინამიკა მაინც ზუსტად გამოხატავს ამ ქვეყნის მდგომარეობას. ანალოგიური ან მსგავსი მაჩვენებლები განვითარებული ფინანსური ბაზრების სხვა ქვეყნებშიც მუშავდება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები