დუმპკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუმპკარი

დუმპკარი − (ინგლ. dump car < dump წაქცევა, ჩამოგდება, გადაბრუნება და car ავტომობილი), რკინიგზის სატვირთო თვითსაცლელი ნახევარვაგონი ქვანახშირის, მადნის და მისთ. ფხვიერი ტვირთის (ქვიშა, ხრეში, ღორღი, გრუნტი) გადასაზიდად და ავტომატიზირებულად დასაცლელად. ჩვეულებრივი სატვირთო ვაგონებისაგან განსხვავებით დუმკარის ძარას შეუძლია ტვირთის დაცლისას გადაყირავდეს ცალ მხარეზე ძარაში ჩამონტაჟებული პნევმატიკური დომკრატების მეშვეობით. შეკუმშული ჰაერი დომკრატებს მიეწოდება ლოკომოტივიდან მილგაყვანილობის დახმარებით. ვაგონის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება წარმოებს საკუთარი წონის გავლენით ან იძულებით (პნევმოცილინდრებით). თვლების ღერძების რაოდენობის (4, 6, 8) მიხედვით ტვირთამწეობა იცვლება 60-180 ტ-ის ფარგლებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები