ხუროს ჩაქუჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დურგლის ჩაქუჩი-დან)
ხუროსი ჩაქუჩი − დარტყმითი მოქმედების ხელის ინსტრუმენტი, რომლის სამუშაო მრგვალი საცემელა (გლუვი, ნაჭდევებიანი ან ამობურცული ზედაპირით) გაერთიანებულია ლურსმანსაძრობთან. მზადდება ფოლადისაგან. სახელურისათვის გამოიყენება სხვადასხვა მასალა (ხე, ლითონი, პლასტმასი), თუმცა მათ შორის ყველაზე კომფორტულია ხის (კოპიტი, მუხა, არყის ხე, ნეკერჩხალი, კაკალი) სახელური.