დუღაშვილი ნუნუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუნუ დუღაშვილი

ნუნუ (ნინო) დუღაშვილი − (7 აპრილი 1934, თბილისი), კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1959 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1959-62 მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962-78 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“. 1968-იდან საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური განყოფილების უფროსი იყო.

ნ. დუღშვილი ძირითადად სიმღერის ჟანრში მუშაობს. მისი სიმღერებისათვის დამახასიათებლია ეროვნული კოლორიტი, ხალხური მელოდიასთან სიახლოვე. ნ. დუღაშვილი თავისი სიმღერების საუკეთესო ინტერპრეტატორიცაა. აქვს სასიამოვნო ტემბრის ხმა, შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერები: „სიმღერა ქუთაისზე“, „იმერეთის ნიავო“, „ღმერთი სიყვარულისა“, „კახეთი“, „გადამრიე, გადამრიე“, „ქართულო მიწავ“, „სამშობლო“, „გიყვარდეს საქართველო“, „თბილისო სიყვარულო“ და სხვ. დაწერილი აქვს აგრეთვე საფონიური კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური კინოფილმებისათვის, მუსიკალური კომედია „თავქარიანები“, საცეკვაო სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). ვარსკვლავი გაიხსნა დიდ საკონცერტო დარბაზთან (2012).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები