ედფუს ტაძარი
ხორას ტაძარი ედფუში – (ძვ. წ. 237-57 წლები), ეგვიპტის ელინისტური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლი. ეს პერიოდი ძველი ეგვიპტის სამშენებლო მოღვაწეობის უკანასნელი აღმავლობის ხანას წარმოადგენს. ამ დროს ეგვიპტის საკულტო არქიტექტურა უბრუნდება ახალ სამეფოში (ძე. წ. XVI-XI სს) გავრცელებულ მიწისზედა ტაძრის ტიპს.
გორას ტაძრის გეგმაც იმეორებს კლასიკური ხანის, ეგვიპტური ტაძრებისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ სქემას. იგი შედგება სწორკუთხა ფორმის ჰიპოსტილური (მრავალსვეტიან) დარბაზისაგან, რომელსაც უკანა მხრიდან ეკვრის მცირე ზომის სათავსი – საკურთხეველი (სეკოსი). ტაძრის უკანა ნაწილი გარშემორტყმულია მასიური კედლით. ამ კედელსა და ტაძარს შორის მოწყობილია გარსშემოსავლელი. ახალი სამეფოს ტაძრებისაგან განსხვავებით, სადაც ჰიპოსტილურ დარბაზებს აქეთ ამაღლებული შუა ნაწილი, ხორის ტაძარში ჰიპოსტილური დარბაზი მთლიანად ერთი სიმაღლისაა და გადახურულია ბრტყელი, პორიზონტალური სახურავით, რომლის შუა ნაწილში მოწყობილია სანათური. დარბაზის ინტერიერის მთავარ ელემენტს წარმოადგენს მძიმე პროპორციების მქონე, უხვად დეკორირებული სვეტების რიგი, რომელიც ანიჭებს მას არაჩვეულებრივ მონუმენტურობას.
ჰიპოსტილურ დარბაზს წინიდან დიდი, სწორკუთხა ფორმის შიდა ეზო (პერისტილი) ეკვრის, რომელიც ყოველი მხრიდან სქელი, მასიური კედლებითაა შეკრული. ჰიპოსტილური დარბაზის სივრცე ეზოს მხრიდან ჩაკეტილია კოლონადით, რომლის ქეედა ნაწილი შუა მალის გარდა, ნახევარ სიმაღლეზე ამოშენებულია კედლებით. ეზოს შიგა მხრიდან, მთელ პერიმეტრზე გაჰყვება კოლონადა გადახურული ბრტყელი სახურავით, ეზოს წინა კედელი (ფასადი) გადაწყეერილია ორი მასიური პილონის სახით, რომელთა შორის მოქცეულია კარის ღიობი. პილონების წინ განლაგებული იყო ფარაონთა გამოქანდაკებული ფიგურები და ქვის ობელისკები. ტაძართან მისადგომი გზის ორივე მხარეს განლაგებული იყო სფინქსთა ფიგურების რიგი. ტაძრის მხატვრულ-დეკორაცულ გადაწყვეტაში ფართოდ გამოყენებულია ქანდაკება, რელიეფი და ფერწერა. კერძოდ, ნაგებობის კედლები, პილონები„ სვეტები და სხვ, უხვად იყო შემკული დეკორით. დარბაზში გამოყენებულია პალმისებური და ომპოზიტური ტიპის სვეტები. ქანდაკებების გრანდიოზული მასშტაბები და სტატიკური, მშვიდი პოზები ხაზს უსვამენ ტაძრის ძლიერებას. ფერწერა გამოირჩევა კაშკაშა, ძლიერი ტონალობით და ფერების კონტრასტული შეხამებით. ფერწერისა და რელიეფების კომპოზიციაში გამოყენებულია ადამიანის ფიგურები, იეროგლიფური წარწერები და სხვ.
ხორის ტაძარი, აგებული დიდი ზომის ქვის ბლოკებისაგან, გამოირჩევა ეგვიპტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობითა და სტატიკურობით.