ელექტროდის საფარველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტროდის საფარველი – დანაწევრებული კომპონენტებისა და შემკრავი ნივთიერების ნარევი, დატანილი ლითონის ღეროზე დაწნეხის ან ჩაძირვის მეთოდით. შემადგენლობა შეირჩევა გამდნარი ლითონის აირწიდური დაცვის კომბინირებული ბაზის მიხედვით. საფარვლის შედგენილობა დამოკიდებულია შედუღების ავზის ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დაცვის სახეობაზე (წიდით თუ გაზით). ელექტროდის საფარველის შემადგენლობაში შედის: მასტაბილიზებელი ელემენტები ელექტრორკალის ანთებისა და წვის მდგრადი პროცესისათვის (კალიუმი, ნატრიუმი, ცეზიუმი, კალციუმი); აირწარმომქმნელი კომპონენტები ელექტრორკალისა და შედუღების ავზის აირული დაცვისათვის (სახამებელი, ხის ფქვილი, დექსტრინი და სხვ.); წიდაწარმომქმნელები (მინდვრის შპატი, კაჟმიწა, რუთენიუმის კონცენტრატი, მლღობი შპატი, კაოლინი, ტალკი და სხვ.); განმჟანგავები (ფერომანგანუმი, ფეროსილიციუმი, ფეროტიტანი და სხვ.); მალეგირებელი ელემენტები (მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი და სხვ.) ნაკერისათვის განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად; პლასტიფიკატორები (ქარსი, ცელულოზა, ბეტონიტი, კაოლინი და სხვ.) შემოგოზვის პლასტიკურობის ასამაღლებლად (ზოგჯერ ძნელად მისადგომ ადგილებში საჭირო ხდება ელექტროდის მოღუნვა, რისთვისაც საჭიროა მისი შემოგოზვა, რომ არ მოხდეს საფარვლის აშრევება ელექტროდის ზედაპირიდან); მარაფინირებელი კომპონენტები (მანგანუმის შენაერთი კალციუმის ჟანგთან), რომელიც შედუღების ავზს აცილებს მავნე მინარევებს, როგორიცაა გოგირდი და ფოსფორი; შემკრავი ნივთიერებები (ნატრიუმიანი, კალიუმიანი და ნატრიუმ-კალიუმიანი თხევადი მინა).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები