ელექტრორკალური შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრორკალური შედუღებაშედუღების სახეობა, რომელიც ხდება ელექტროდსა და შესადუღებელ დეტალს შორის წარმოქმნილი ელექტრული რკალით. შედუღების ელექტრორკალი ადნობს ლითონის ელექტროდის ღეროს და ნაკეთობას. ელექტროდის გამდნარი ლითონი წიდასთან ერთად ერევა ნაკეთობის ლითონში, წიდა ამოტივტივდება ზედაპირზე. ელექტრორკალის ჩაქრობის შემდეგ ლითონი განიცდის კრისტალიზაციას და წარმოქმნის შედუღების ნაკერს. პროცესის დამთავრებისას ნაკერის ზედაპირზე წარმოიქმნება გაცივებული წიდის ფენა, რომლის მოშორება ხდება ხელით (ჩაქუჩით ან რკინის საგნით). შედუღების ნაკერის ხარისხის მახასიათებელია ნაკერის თანაბარი საპროექტო სიმაღლე მთელ სიგრძეზე. შედუღებისათვის გამოიყენება როგორც ცვლადი, ისე მუდმივი დენი. ელექტრორკალური შედუღება შეიძლება შესრულდეს ხელით, ნახევრადავტომატურად და ავტომატურად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები