ემისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემისია - (emission) ლათ. emissio- გამოშვებ), საბანკო და სახაზინო ბილეთების, ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება. ემისიის შედეგად მიღებული სახელმწიფო შემოსავლები განისაზღვრება ამ ფულის მსყიდველობით უნარსა და მის გამოშვებაზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით. ვთქვათ, სახელმწიფომ განახორციელა 100 მლნ დოლარის ემისია. ამ ფულის გამოშვებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 მლნ დოლარი, ე.ი. ერთ წელიწადს ასეთმა ოპერაციამ სახელმწიფოს მისცა 99 მლნ დოლარის შემოსავალი.

შემდგომ წელიწადს ემისიის ხარჯები გაორკეცდა (ხელფასისა და ა.შ. ზრდის საფუძველზე) და ფასები გაიზარდა 100%-ით, ე.ი. ორჯერ. ასეთ შემთხვევაში 100 მლნ დოლარის მსყიდველობითი უნარი გაუტოლდება წინა წლის 50 მლნ დოლარის მსყიდველობით უნარს. შესაბამისად, სახელმწიფოს შემოშემოსავალი შემცირდება 48 მლნ დოლარამდე. ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო სესხის ობლიგაციების, ისე კერძო კომპანიების მიერ აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები