ენცეფალოპათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენცეფალოპათია - არაზუსტი ტერმინი, რიმელიც თავის ტვინის ნებისმიერი ხარისხის ორგანული დაზიანების აღსანიშნავად გამოიყენება. ავტორთა ერთი ჯგუფი აღნიშნულ ტერმინში გულისხმობს ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც თავის ტვინის შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, მეორე ჯგუფი – მწვავე დელირიუმს. ზოგიერთი ავტორი იყენებს მას თავის ტვინის ქსოვილის დისფუნცქიის ადრეული სტადიის აღსანიშნავად, როდესაც ცვლილებები ჯერ კიდევ უმნიშვნელოა და მათზე დაყრდნობით შეუძლებელია უფრო ზუსტი დიაგნოზის დადგენა.

დიაგნოზი ალკოჰოლური ენცეფალოპათია (G31.2) მიუთითებს იმაზე, რომ თავის ტვინის ქსოვილის დაზიანება გამოწვეულია ალკოჰოლის გამოყენებით, ან მასთან არის დაკავშირებული.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები