ვანკუვერის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები (2010)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი ოლიმპიური თამაშები, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ჭერქვეშ – მრავალფუნქციურ „ბი-სი ფლეის“ არენაზე ჩატარდ

ვანკუვერის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა კანადაში 2010 წლის 12-28 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

1988 წლის კალგარის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან 22 წლის შემდეგ თეთრმა ოლიმპიადამ მეორედ შეაბიჯა კანადაში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა განაცხადებს შორის უპირატესობა ვანკუვერს მიანიჭა. 2010 წლის XXI თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში კანადელთა კანდიდატმა 3 ხმის უპირატესობით სამხრეთ კორეის პიონჩანგს აჯობა.

კანადელებმა თავიანთი განაცხადი „ზღვასა და მთას“ შორის კონცეფციაზე ააგეს, რომლის მიხედვითაც, ასპარეზობათა დიდი ნაწილი ვანკუვერის სანაპიროზე დარბაზებში ჩაატარეს, სათხილამურო შეჯიბრებები კი უისტლერის სამთო კურორტზე. გარდა ამისა, ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ჭერქვეშ (მრავალფუნქციური „ბი-სი ფლეის არენა“) ჩატარდა.

შვეიცარიელი სიმონ ამანი პირველი და ერთადერთი, ტრამპლინიდან მხტომელია, რომელმაც 2 თამაშებზე ოქროს დუბლი შეასრულა

XXI ოლიმპიადა ტრაგედიით დაიწყო. თამაშების გახსნის დღეს, ვარჯიშისას, ქართველმა მოციგავემ ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის საციგაო სარბიელზე მართვა დაკარგა, ტრასიდან ამოვარდა და დაახლოებით 150 კმ საათის სიჩქარით სვეტს შეეჯახა და გარდაიცვალა. ამაზე ტრაგიკულ დასაწყისს ვერავინ წარმოიდგენდა. ქუმარიტაშვილის სიკვდილმა კორექტივები შეიტანა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში. 21 წლის ქართველს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, საქართველოს დელეგაცია კი შავი სამკლაურებით გამოვიდა. ოლიმპიადების ისტორიაში გახსნის ცერემონიებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

წარწერის ტექსტი

ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველად მასში მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ოთხმოცს გადააჭარბა. ზამთრის თამაშებზე დებიუტი ჰქონდათ განას, კაიმანის კუნძულების, კოლუმბიის, მონტენეგროს, პაკისტანის, პერუს და სერბეთის წარმომადგენლებს.

ასევე პირველად ისტორიაში, კანადამ ნავსი გატეხა და შინ ჩატარებულ ოლიმპიადებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. კანადის ადრეული მცდელობები მონრეალის ზაფხულის (1976) და კალგარის (1988) ზამთრის თამაშებზე დაუფლებოდა უმაღლესი სინჯის მედლებს, წარუმატებელი გამოდგა. ამჯერად, კანადელებმა არათუ ერთი გამარჯვება იზეიმეს, არამედ 14 ოქროს ჯილდო დაიმსახურეს და მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავეს. ამასთან, ერთ თამაშებზე მოპოვებული 14 ოქროს მედალი საერთოდ სარეკორდოც აღმოჩნდა. მანამდე, 13-13 ოქროს მედლით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ სსრკ-ის (ინსბრუკი, 1976 წ.) და ნორვეგიის (სოლტ ლეიკ სიტი, 2002 წ.) დელეგაციებს.

მარიტ ბიორგენმა ბარის თხილამურობაში 5 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 უმაღლესი სინჯის მედალი

მასპინძლებმა წარმატების მისაღწევად ერთგვარი გეგმა შეიმუშავეს და მას სახელიც დაარქვეს – „დავეპატრონოთ კვარცხლბეკს“; რაც შეასრულეს კიდეც, მაგრამ მათმა სამოქმედო გეგმამ ბევრთა უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამბობდნენ, რომ მასპინძლებმა არენებზე სავარჯიშო დროის მონოპოლიზება მოახდინეს, რაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გარკვეულწილად ზღუდავდა მოპოვებული მედლების საერთო მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა აშშ-ის გუნდმაც, ამერიკელებმა ჯამში 37 მედალი დააგროვეს და სოლტ ლეიკ სიტის (2002) გერმანელთა შესაბამისი მაჩვენებელი (36) ერთით გააუმჯობესეს.

წარწერის ტექსტი

სპორტსმენთა შორის მოპოვებული ოქროების და მედლების რაოდენობით საუკეთესო შედეგს ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა მიაღწია. მან ბარის თხილამურობაში 5 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 უმაღლესი სინჯის, რითაც შემდგომ ოლიმპიურ წარმატებებსაც ჩაუყარა საფუძველი.

მისმა თანაგუნდელმა, ბიათლონისტმა ულე ეინარ ბიორნდალენმა თავის კოლექციას 2 მედალი შემატა. მათ შორის იყო მეექვსე კარიერული ოლიმპიური ოქროს და მეოთხე ვერცხლის ჯილდო.

სამთო სათხილამურო ტრასებზე ორგზის იზეიმა ჩემპიონობა გერმანელმა მარია რაიხმა.

ქალთა შორტ-ტრეკში ოთხიდან სამ დისციპლინაში გახდა ჩემპიონი ჩინელი ვანგ მენგი, რომლის ოლიმპიური ყულაბა ტურინის თამაშების სამივე ხარისხის მედალსაც ითვლის.

ტრამპლინიდან ხტომაში სოლტ ლეიკ სიტის თამაშების ტრიუმფატორი შვეიცარიელი სიმონ ამანი 8 წლის შემდეგაც საუკეთესო აღმოჩნდა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვანკუვერში 90 და 120-მეტრიან ტრამპლინებიდან ხტომაში საკუთარი სტატუსი ოთხგზის ჩემპიონობამდე გაზარდა. გარდა ამისა, გახდა პირველი, რომელმაც 90-მეტრიან ტრამპლინზე ინდივიდუალურში მეორე ოლიმპიადა მოიგო და ასევე ინდივიდუალურ ხტომებში პირველი დუბლის შემსრულებელი.

კანადამ ოლიმპიადა ჰოკეიში ტრიუმფით დააგვირგვინა. მასპინძლები ჩემპიონები გახდნენ როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ტურნირებში. ამასთან, ქალთა ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მესამე ჩემპიონობაა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები