ვაუჩერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაუჩერი - (voucher, <ინგ. voucher წერილობითი გარანტია), მიზნობრივი საგადასახადო საშუალება; დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოქალაქის უფლებას სახელმწიფო საკუთრების პრივატიზებული წილის (ფულადი ფორმით), სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დადგენილი მოცულობის და ა.შ. მიღებაზე.

საპრივატიზაციო ვაუჩერი არის ჩეკი, რომელიც იძლევა პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოების აქციების შეძენის უფლებას. ასეთი ვაუჩერი მისი მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერ კერძო პირზე, კომერციულ სტრუქტურასა თუ სხვა არასახელმწიფოებრივ მესაკუთრეზე. გასაყიდი ფასი შეიძლება ვაუჩერის საწყის, ნომინალურ ფასს დაემთხვეს, აღემატებოდეს ან მასზე ნაკლები იყოს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები