ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარდატენიდან 5,5 კილომეტრზე, მდინარე ვერეს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში.

აღწერილობა

შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5 მ), შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც, ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები, მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე.

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. აფსიდში და დასსავლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში – ორ-ორი. თითო სარკმელი სადიაკვნოსა და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა. მაღალი შუა ნავი ბემითა და ნახევრადოვალური აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ შესასვლელები გვერდის ნავებიდან აქვთ, შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფი გამოყოფილია ორ წყვილ დაბალ და მასიურ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით (ამ თაღებზეა დაშენებული შუა ნავის გრძივი კედლები), ხოლო ბემა თავის მხრივ შუა ნავისგან გამოყოფილია ვიწრო და დაბალი თაღებით. ბურჯებზე დაყრდნობილია გრძივი კედლების პილასტრები, რომელთა პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა შუა ნავის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

აღმოსავლეთის ფასადი ერთ სისტემაში გაერთიანებული დეკორატიული შეწყვილებული ნახევარსვეტებით ხუთ მალად არის დაყოფილი. მაღალი და ფართო შუა მალი მართკუთხაა. მის მარჯვნივ და მარცხნივ. მდებარე დეკორატიულ თაღედში სამკუთხა ღრმა ნიშებ ია. საკურთხევლის სარკმელი მოჩარჩოებულია მართკუთხა ფართო ორნამენტიანი საპირით. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები პროფილირებულია. აღმოსავლეთ სარკმლის ჩარჩოზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც ეკლესია XI საუკუნის 60-იან წლებში აღუდგენია და ჩუქურთმით მოურთავს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების გაყოლებით ჩანს მონაშენის კვალი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები