ვექტორ-ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვექტორ-ფუნქცია (სკალარული არგუმენტის)-დან)
ვექტორ-ფუნქცია (სკალარული არგუმენტის) – დამოკიდებულება, რომელიც სკალარული არგუმენტის (პარამეტრის) ყოველ კერძო მნიშვნელობას უქვემდებარებს გარკვეულ ვექტორს: =
(t).
თუ (t) ვექტორები ეკუთვნიან ევკლიდეს სამგანზომილებიან სივრცეს, მაშინ ვექტორ-ფუნქციის მოცემა ტოლფასია სამი სკალარული f1(t), f2(t), f3(t) ფუნქციის მოცემისა, რომლებიც წარმოადგენენ
(t) ვექტორის კოორდინატებს მოცემულ ორთოგონალურ
ბაზისში:
(t) =
f1 (t) +
f2 (t) +
f3 (t).
ევკლიდეს სამგანზომილებიან სივრცეში სკალარული არგუმენტის ვექტორ-ფუნქციის გრაფიკს წარმოადგენს წირი, რომელსაც ქმნიან (t) რადიუს-ვექტორის ბოლოები.