ვიტაეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიტაეკონომიკა - (vitaleconomy) – ტრადიციული, სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეა დაფუძნებული. მასში არ არსებობს ნეკრო- და ზომბიეკონომიკა. ვიტაეკონომიკის სტრუქტურა ასეთია

  1. სახელმწიფო სექტორში არსებული ვიტაეკონომიკა;
  2. პრივატიზებული ვიტაეკონომიკა;
  3. ახალი ინვესტიციებით შექმნილი ვიტაეკონომიკის კერძო სექტორი.

სახელმწიფო სექტორში არსებული ვიტაეკონომიკის ნათელი მაგალითია ენერგეტიკა და მომსახურების სფეროს რიგი დარგებისა (ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ა.შ.). პრივატიზაციის შემთხვევაში ისინი და მათთან ერთად მრეწველობის უპირატესად მცირე ობიექტები გარდაიქმნება პრივატიზებულ ვიტაეკონომიკად. ახალი ინვესტიციებით, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, მოწინავე და არა მოძველებული, მეორადი ტექნოლოგიებით შექმნილი ვიტაეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ჯანსაღი ნაწილია. (ვ. პაპავა. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011).

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები