ზვიაგინცევი ანდრეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეი ზვიაგინცევი

ანდრეი ზვიაგინცევი – (დაიბადა 1964 წლის 6 თე ბერვალს, ნოვოსიბირსკში, რუსეთის ფედერაცია) – რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი; ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი და კანის კინოფესტივალის ლაურეატი. პრემია „ოსკარის” ორგზის ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” – „ლევიათანი” (2014) და „უსიყვარულობა” (2017).

1990 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის (ГИТИС) სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თეატრში სამუშაოდ არ წავიდა. დაინტერესდა კინემატოგრაფით. იღებდნენ ეპიზოდურ როლებში. 2000 წლამდე იღებდა სარეკლამო რგოლებს. ამავე წელს, როგორც რეჟისორს, დებიუტი ჰქონდა.

ანდრეი ზვიაგინცევს სახელი გაუთქვა 2003 წელს გადაღებულმა ფილმმა „დაბრუნება”, რომელმაც ორი კინოპრემია „ნიკა” მიიღო, ორი „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი” (როგორც საუკეთესო ფილმმა და საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის), ორი „ოქროს არწივი”.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 2003 – „დაბრუნება” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი”, ლუიჯი დე ლაურენტისის პრიზი, კომუნიკაციების მსოფლიო კათოლიკური ასოციაციის (SIGNIS) პრიზი, სერჯო ტრასატის პრიზი, პრემია CinemAvvenir-ი საუკეთესო სადებიუტ ფილმისთვის; ევროპული კინოაკადემია, წლის აღმოჩენა; პრემია „ნიკა” საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2007 – „განდევნა” (პრემია „ნიკა” საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის)
  • 2011 – „ელენე” (კანის სკფ, განსაკუთრებული ხედვა - ჟიურის პრიზი; პრემია „ნიკა” საუკეთესო რეჟისურისთვის; პრემია „ოქროს არწივი” საუკეთესო რეჟისორს; გენტის სკფ, დიდი პრიზი)
  • 2014 – „ლევიათანი” (კანის სკფ, პრიზი საუკეთესო სცენარისთ ვის; პრემია „ოქროს გლობუსი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმითვის; პრემია „ოქროს არწივი” საუკეთესო რეჟისორს)
  • 2017 – „უსიყვარულობა” (კანის სკფ, ჟიურის პრიზი; მიუნჰენის სკფ, დიდი პრიზი; პრემია „სეზარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის; პრემია „ოქროს არწივი” დაუკეთესო რეჟისურისთვის)

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები