ზოგადგეოგრაფიული ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატლასის საიუბილეო გამოცემა

ზოგადგეოგრაფიული ატლასი – (general geographical atlas), ზოგადგეოგრაფიული რუკების სისტემური კრებული. იძლევა წარმოდგენას ადგილის რელიეფზე, ხმელეთის წყლებზე, ტყის საფარზე, დასახლებულ პუნქტებზე, გზებზე, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაზე. არის მსოფლიოს, კონტინენტების, ქვეყნებისა და მათი რეგიონების ატლასები. შინაარსის დეტალურობას განსაზღვრავს რუკების მასშტაბი. შინაარსით ზოგადგეოგრაფიულია უძველესი, პტოლემეს გეოგრაფიული ატლასი მსოფლიოს და მისი რეგიონების 27 რუკით.

XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735-1745 წლებში შედგენილია ორი ზოგადგეოგრაფიული ატლასი (კავკასიის და საქართველოს რუკებით). რუკებზე გამოსახულია: მდინარეები, ტბები, მთები, ქალაქები, დაბები, საზღვრები, საეპისკოპოსოები, ეკლესია-მონასტრები და სხვ. ატლასის რუკებს აქვთ გრადუსთა ბადე, საყრდენი პუნქტები განსაზღვრულია ასტროლაბით, მითითებულია რიცხვითი და ხაზოვანი მასშტაბები. რუკები შესრულებულია ვახუშტისეული გრაფიკული ხელწერით. ევროპის ქვეყნები კავკასიას და საქართველოს ვახუშტი ბაგრატიონის რუკებით გაეცვნენ. მეტი სიზუსტე ახასიათებს ქართლ-კახეთის რუკებს, ნაკლები − იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რუკებს. სქემატურია მესხეთ-ჯავახეთის რუკები. სვანეთის, აფხაზეთის და თუშეთის მდინარეები მოკლებულია სიზუსტეს.

1997 წელს ვახუშტი ბაგრატიონის დაბადებიდან 300 წელს მიეძღვნა ატლასის საიუბილეო გამოცემა, რომლის რუკები გამოსაცემად მომზადდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებაში.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები