ზოგადგეოგრაფიული რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოგადგეოგრაფიული რუკა – (general geographical map), ობიექტური რეალობის ობიექტების განლაგების გამოსახულება, რომლებსაც ხილულად დაკვირვებადი ფორმა აქვთ (რელიეფის ფორმები, მდინარე, ტბა, ტყე, დასახლებული პუნქტი, გზა და სხვ.).

ზოგადგეოგრაფიულია ტოპოგრაფიული, სამიმოხილვო-ტოპოგრაფიული და სამიმოხილვო რუკები. მათ შორის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი და შესაბამისად ყველაზე დეტალურია აეროფოტოგადაღების მასალებით შედგენილი ტოპოგრაფიული რუკა. ნაკლებად დეტალურია სამიმოხილვო-ტოპოგრაფიული და სამიმოხილვო რუკები საშუალო და წვრილი მასშტაბის გამო. ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე საჭიროების შემთხვევაში გამოსახავენ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ საზღვრებსაც.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები