ზონგ-ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზონგ-ოპერა – სინთეზური ოპერის ახალი ჟანრი. შედგება როკ-ოპერიდან აღებული ელემენტებისაგან. ცალკეულ მომენტებში შეიმჩნევა მიდრეკილება ბლუზის ტიპის მელოდიებისაკენ, რომელთაც ერთვის ბიგ-ბიტის რიტმები. საერთო ჯამში ზონგ-ოპერა ექსპრესიულია. ასახავს წინა ეპოქას თანამედროვე გაგებით. ზონგ-ოპერა აიგება გამჭოლი განვითარების პრინციპით. ოპერის დრამატურგია ემყარება ბრეხტისეულ დრამატურგიას. ცალკეულ შემთხვევებში მსახიობები ითიშებიან მოქმედებიდან და გამოთქვამენ გარკვეული კონტექსტის მქონე ავტორისეულ შეხედულებებს მოცემულ პრობლემებზე. ზონგ-ოპერა ეწოდება აგრეთვე ყოველგვარ ოპერას, რომელიც იდგმება სცენაზე საესტრადო ანსამბლის დახმარებით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები