ზღვის კაჭკაჭები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის კაჭკაჭები (ლათ. Haematopodinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

ქვეოჯახში გაერთიანებულია საკმაოდ დიდი ზომის ფრინველები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მოკლე ფეხები, გალოზე გრძელი, გვერდებიდან შეზნექილი სწორი ნისკარტი. ნესტოები განლაგებულია ფართო ღარებში, ნისკარტზედას ძირითად მეოთხედში. ფრთა არც ისე მახვილია, თუმცა მის წვეროს წარმოქმნის პირველი მომქნევი. შიგნითა მეორე რიგის მომქნევები ვერ აღწევენ დაკეცილი ფრთის წვერომდე. შედარებით მოკლე და ძლიერი გალო მრავალკუთხა ფირფიტებითაა დაფარული. ფეხი სამთითიანია. მოკლე წინა თითებს ქვემოდან უხეში და მაგარი კანი აქვთ. შუა და გარეთა თითებს შორის კარგადაა განვითარებული საცურავი აპკი. სქესობრივი, ასაკობრივი და სეზონური დიმორფიზმი შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული.

ზღვის კაჭკაჭების ძირითადი ადგილსამყოფელო დიდი მდინარეებისა და ტბების ნაპირებია. ზოგიერთი სახეობა ზღვების ნაპირებს ეტანება. გავრცელებული არიან დედამიწის ყველა კონტინენტზე და ოკეანეთა მრავალ კუნძულზე.

ქვეოჯახში მხოლოდ ერთი გვარია, 4 სახეობით.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები