ზღვის მამლების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Trigla lyra

ზღვის მამლების გვარი – Trigla

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: ზღვის მამლები
გვარი: ზღვის მამლები

თევზების გვარი ზღვის მამლების ოჯახისა. ამ გვარში გაერთიანებული ყველა წარმომადგენელი სანაპირო ზონის მობინადრეებია. გამონაკლისის სახით 1300 მეტრის სიღრმეშიც გვხვდება. ზრდასრული ფორმები ფსკერზე ცხოვრობენ. ტოფობა გაზაფხულზე და ზაფხულში მიმდინარეობს. ქვირითს ნაწილ-ნაწილ ყრის. საინკუბაციო პერიოდი მოკლეა. ლარვები ჯერ პელაგურ ცხოვრებას ეწევიან, ხოლო შემდეგ ფსკერებზე ეშვებიან და ნაპირებისაკენ გადაინაცვლებენ. ზღვის მამლები ნეკტობენტოსითა და ნაწილობრივ კი წვრილი თევზებით იკვებებიან. რამდენადმე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. შავ ზღვაში გვხვდება ერთი სახე – ჩვეულებრივი ზღვის მამალი, რომელიც საქართველოს სანაპიროებშიც არის გავრცელებული.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები