თაბაშირის ნაკეთობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაბაშირბეტონის ნაკეთობები

თაბაშირისა და თაბაშირბეტონის ნაკეთობებითაბაშირის შემკვრელზე დამზადებული ნაკეთობები, რომლებსაც აქვთ მცირე სიმკვრივე, საკმარისი სიმტკიცე, კარგად ემორჩილებიან მექანიკურ დამუშავებას და გამოირჩევიან ცეცხლმედეგობითა და მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებით. თაბაშირბეტონის ნაკეთობების დამზადებისას, ტენ- და წყალმედეგობის ასამაღლებლად, გამოიყენება თაბაშირ-ცემენტ-პუცოლანური და თაბაშირმჭიდაცემენტ-პუცოლანური შემკვრელები, ნაკეთობას კი ფარავენ წყალმედეგი წყალგაუმტარი საღებავებით ან პასტებით. ნაკეთობებს, თაბაშირის შემკვრელის საფუძველზე, ამზადებენ თაბაშირის ცომის, თაბაშირის ხსნარის ან თაბაშირბეტონისაგან მინერალური (ქვიშა, კერამზიტის ღორღი) და ორგანული (ხის ნახერხი, ბურბუშელა, ლელქაში) შემვსებების დამატებით.

თაბაშირბეტონის სატიხრე ბლოკები

თაბაშირისა და თაბაშირბეტონის ნაკეთობებს ახასიათებთ სიმყიფე, ამიტომ დამზადებისას მათში შეჰყავთ მაარმირებელი მასალები ხის ძელაკების, ლელქაშის, ფოლადის არმატურის (ბადე, მავთული) სახით. შენობის კედლების, ტიხრების, ჭერის მოპირკეთებისათვის გამოიყენება თაბაშირმუყაოსა და თაბაშირბოჭკოვანი ფურცლები. ტიხრების მოსაწყობად მზადდება თაბაშირისა და თაბაშირბეტონის ფილები სისქით 80-100 მმ. არსებობს ლინოლეუმის იატაკის საფუძვლად გამოყენებული პანელები, დამზადებული თაბაშირბეტონისაგან სიმტკიცის ზღვრით კუმშვისას არანაკლები 7 მპა, რომლებსაც აქვთ ხის კარკასი. ასეთი პანელების გამოყენება დასაშვებია სათავსებში ნორმალური ფარდობითი ტენიანობით. სამშენებლო თაბაშირი ფართოდ გამოიყენება სავენტილაციო ბლოკების დასამზადებლად სიმტკიცის ზღვრით კუმშვისას 12-13 მპა. ეს ბლოკები შეიძლება დამზადებული იქნეს აგრეთვე თაბაშირ-ცემენტ-პუცოლანური შემკვრელისაგან მინერალური და ორგანული დანამატებით. დაბალსართულიან მშენებლობაში, აგრეთვე სამრეწველო ადმინისტრაციული და საცხოვრებელი მიმართულების შენობებისა და ნაგებობების ტიხრების მოსაწყობად, გამოიყენება თაბაშირის ბლოკები კილოებითა და თხემებით, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ მონტაჟსა და ბლოკების პირაპირების სიმტკიცეს.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები