თარიღის ცვლის საერთაშორისო ხაზი რუკაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
TariRis cvlis xazi 2.JPG

თარიღის ცვლის საერთაშორისო ხაზი რუკაზე – (International data line), პირობითი სადერმაკაციო ხაზი დედამიწის ზედაპირზე. შემოღებულია იმ ადგილების გასამიჯნად, სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს ერთსა და იმავე მომენტში ზოლური დროის საათები და წუთები ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო კალენდარული თარიღები ერთმანეთისგან ერთი დღე-ღამით განსხვავდება.

იწყება არქტიკის ოკეანეში ჩრდილოეთი პოლუსიდან, გაივლის ბერინგის სრუტეს და მიუყვება 180°-იან მერიდიანს. წყნარ ოკეანეში გადაიხრება აღმოსავლეთით, რათა შემოუაროს ოკეანეთის კუნძულებს (კირიბატი, ტუვალუ, ნაურუ და სხვ.) და კვლავ მიუყვება მერიდიანს ანტარქტიდამდე ისე, რომ არსად არ გაივლის დასახლებულ ადგილებზე. მისი კოორდინატებია: ჩგ 0°, დგ 180° /ჩგ 0°, დგ 180°.

თარიღის ცვლის ხაზი აწესრიგებს თარიღთა ცვლას. მისი შემოღების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დედამიწის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მგზავრობის დროს ამ ხაზის გადაკვეთისას კალენდარულ თარიღს ერთ დღე-ღამეს აკლებენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობის დროს კი ერთ დღე-ღამეს უმატებენ.

თარიღის ცვლის ხაზის პირობითი გავლება შესაძლებელი გახდა გრინვიჩის მერიდიანის საწყის მერიდიანად მიღების, სასაათო ზოლების ერთიანი სისტემის შემოღებისა და სასაათო ზოლების რუკის შედგენის შემდეგ. მანამდე მეზღვაურები წყნარი ოკეანის გადაკვეთისას კალენდარში აკეთებდნენ შესწორებას, ანუ ცვლიდნენ თარიღს, რადგან რუკაზე ეს ხაზი გავლებული არ იყო.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები