თემატური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემატური რუკა – (thematic map), ხილვადი და არახილვადი ობიექტების სივრცითი ურთიერთკავშირების გამოსახულება რუკის ენით. შინაარსის დეტალურობას განსაზღვრავს დანიშნულება – სამეცნიერო, საცნობარო, სასწავლო.
თემატური რუკებია: გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეომორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური, ნიადაგების, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ლანდშაფტების, მოსახლეობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ისტორიული, ასტრონომიული და სხვ.