თვისებრივი ფონის მეთოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვისებრივი ფონით შედგენილი და გაფორმებული რუკები

თვისებრივი ფონის მეთოდი – (method of qualitative background), – კარტოგრაფიული სახვითი საშუალება, რომლითაც გამოსახავენ თვისებრივად განსხვავებული მოვლენების ფართობულ გავრცელებას (გეოლოგიური აგებულება, ნიადაგის ტიპები, ბუნებრივი ლანდშაფტები, მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და სხვ.). გრაფიკული გაფორმებისათვის იყენებენ ფერს (ფერადი რუკა) ან შრაფირებას (შავ-თეთრი რუკა). ზოგიერთი შინაარსის რუკის გაფორმება ხდება საერთაშორისო სტანდარტული ფერებით, მაგ.: გეოლოგიური აგებულების, ნიადაგის ტიპების, ტყის ჯიშების. დადგენილი ფერების არ არსებობის შემთხვევაში იყენებენ ბუნებრივ გარემოსთან და ობიექტთან ასოცირებულ ფერებს


იხილე აგრეთვე

პირობითი ნიშნები

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები