თირეოიდული ჰორმონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თირეოიდული ჰორმონი - (thyroid hormone), თიროქსინი, ან ნებისმიერი სხვა აქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლით სეკრეცირდება, ტრიიოდთირონინის და თირეოკალციოტონინის ჩათვლით. მათი ჭარბი სეკრეცია, ჰიპერთირეოზის გამოვლენებით, ხასიათდება ნივთიერებათა ძირითადი ცვლის გაძლიერებით, სისუსტით, წონის დაკლებით, ნევროზულობითა და, აგრეთვე (ძირითადად საშუალო და ხანდაზმულ ასაკის პირებში), გულის არითმიითა და შეგუბებითი გულის უკმარისობით.