თოტმესი (უფლისწული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოტმესი – უფლისწული, ამონხეტეპ III-ის ვაჟიშვილი და ამონხეტეპ IV (ეხნატონის) უფროსი ძმა. მას ეკავა სემ-ქურუმის და მემფისის მთავარი ქურუმის თანამდებობები. განსაკუთრებით ცნობილი გახდა საყვარელი კატის (სახელად „კატა-გოგონა“) სარკოფაგის გამო, რომელიც მის სამარხში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მამაზე ადრე გარდაიცვალა.