თუმანიანი ჰაიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაიკ თუმანიანი

ჰაიკ ლაზარეს ძე თუმანიანი – (12.05.1901 -20.11.1971), სომეხი სატანკო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945).

დაიბადა ტფილისში. 1917 წელს დაამთავრა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიის 5 კლასი.

1924 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის იყო სამხედრო კომისრის თანაშემწე, მთიელთა კავალერიის ეროვნული სკოლის სამხედრო კომისარი, 61-ე კავალერიის პოლკის მეთაურის თანაშემწე პოლიტ ნაწილში, წყნარი ოკეანის დივიზიის მე-3 პოლკის ბატალიონის მეთაური.

1920-ანი წლების დასაწყისში დაამთავრა სვერდლოვის სახ. კომუნისტური უნივერსიტეტი, ქ. მოსკოვში.

1929 წელს წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზაზე.

1930-1935 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის შტაბის, სადაზვერვო სამმართველოს განკარგულებაში.

1935-1936 წლებში მუშაობდა საბჭოთა საკონსულოში, ქ. ხარბინში (ჩინეთი). იყო საკონსულოს I მდივანი, 1935 წლიდან განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომელი, ხოლო 1936 წლის თებერვლიდან წითელი არმიის სადაზვერვო სამმართველოს სპეც განყოფილება „A“-ს უფროსი.

1935 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა ბრიგადის კომისრის სამხედრო წოდება. ესპანეთში ომის დროს იყო რესპუბლიკური არმიის სამხედრო მრჩეველი.

1940 წელს დაინიშნა სამხედრო-საინჟინრო აკადემიის კომისრად.

1940 წლის 19 ივნისს მიენიჭა დივიზიის კომისრის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში.

1942 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების წარმომადგენლის რანგში, მე-2 გვარდიული მსროლელი კორპუსის სამხედრო კომისრად, სადაც იმყოფებოდა 1942 წლის აპრილამდე.

1943 წლიდან იყო მე-2 სატანკო კორპუსის სამხედრო კომისარი (საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ ალიზიუკოვის სარდლობით). ალიზიუკოვის, მე-5 არმიის სარდლად დანიშვნის შემდეგ, გენერლის თხოვნით, მასთან ერთად იქნა გადაყვანილი გენერალი თუმანიანიც. მე-5 სატანკო არმიასთან ერთად მონაწილეობდა სტალინგრადთან გენერალ პაულიუსის მეთაურობით გერმანული არმიის დამარცხებაში. სტალინგრადთან კონტრ შეტევის დაწყებამდე, მოხდა არასასიამოვნო ეპიზოდი გენერალ თუმანიანის მონაწილეობით. წაკინკლავებისას, მან გაარტყა მეთაურს, რომელიც წელავდა ბრძანების შესრულებას. წითელი არმიის მთავარი პოლიტ სამმართველოს უფროსმა, შჩერბაკოვმა მოახსენა სტალინს და გამოთქვა მოსაზრება თუმანიანის საქმე გადაეცათ სამხედრო სასამართლოს. მაგრამ სტალინმა თქვა - „თუმანიანს ვიცნობ, დაანებეთ მას თავი“.

1944 წლის 24 იანვარს დაინიშნა მე-6 სატანკო არმიის სამხედრო საბჭოს წევრად. ომის შემდეგ, მე-6 სატანკო არმიასთან ერთად იქნა გადასროლილი შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მონაწილეობდა ბრძოლებში იაპონიის არმიასთან. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა საბჭოთა არმიის, სტალინის სახ. ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის, პოლიტ განყოფილების უფროსად, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი სამმართველოს პოლიტ განყოფილების უფროსად.

1956 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1969 წელს წლოვანების გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან.


1969-1971 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო 2 ლენინის, 6 წითელი დროშის, სუვოროვის II ხარ., კუტუზოვის I ხარ., ბოგდან ხმელნიცკის I ხარ.,

შრომის წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები