იესონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იესონია ისრაელის მსაჯული

იესონია (დაახლ. ძვ.წ. 598-597) – იუდეის მეფე, იოაკიმის ძე. იეხონიას მმართველობა ურთულეს პერიოდში დაიწყო. იუდეაში მოლაშქრე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს. იეხონია და მისი მომხრეები დანებებას აპირებდნენ, მაგრამ ნაბუქოდონოსორმა მაინც სასტიკად დასაჯა იუდეველები. 10000 ადამიანი მან ტყვედ წაიყვანა ბაბილონში, რომელთა შორის იყვნენ იუდეველი დიდებულები, მეომრები და ხელოსნები. ნაბუქოდონოსორის ბრძანებით იეხონიაც სხვა ტყვეების გზას გაუყოლეს. ბაბილონელებმა წაიღეს იერუსალიმის სამეფო სასახლის და ტაძრის მთელი საგანძური. იუდეიდან გასვლისას ნაბუქოდონოსორმა იუდეის მეფედ იეხონიას ბიძა, მატათია დანიშნა, რომელმაც სახელი გადაირქვა და სედეკია (ციდკია) ეწოდა. ტყვედ წაყვანილ იეხონიას მეფური პატივით ეპყრობოდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც სხვა სამეფო ოჯახის წევრებს.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები