იზოხაზების მეთოდი
იზოხაზების მეთოდი – (method of isolines), ხაზები გეოგრაფიულ რუკებზე, ჭრილებზე და გრაფიკებზე, რომლებიც გამოსახავენ ობიექტური რეალობის მოვლენების უწყვეტ და თანდათან ცვალებად მოვლენებს. მათი უმთავრესი თვისებაა უწყვეტობა, მთლიანობა. იზოხაზი არის არა მარტო ხაზის გასწვრივ შექმნილი ინფორმაციის წყარო, არამედ იზოხაზებით მოვლენის განვითარების ტენდენციის დახასიათების საშუალებაც ინფორმაციის ზრდის საფუძველზე.
იზოხაზების გამოყენება დაიწყეს XVIII საუკუნიდან. ერთმანეთთან აკავშირებენ ერთნაირი რიცხვითი მნიშვნელობის წერტილებს: სიმაღლეებს – იზოჰიფსებით, სიღრმეებს – იზობათებით, ტემპერატურებს – იზოთერმებით, წნევას – იზობარებით, ნალექებს – იზოჰიეტებით, მიწისძვრების ინტენსივობას–_ იზოსეისტებით, მოსახლეობის სიმჭიდროვეს – იზოდემებით და სხვ. რუკის ლეგენდაში იზოხაზების სკალა უწყვეტია. თვალსაჩინოების გაძლიერების მიზნით სკალისათვის ფერად რუკებზე გამოიყენება ფერი, ხოლო შავ-თეთრ რუკებზე – შრაფირება. შეიძლება იზოხაზების მეთოდის სხვა სახვით საშუალებასთან შეთავსება, მაგალითად, თვისებრივ ფონთან.