ინდექსთა ბადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინდექსთა ბადე – (index grid, locating grid), ბადე რუკაზე ანბანურ-ციფრული აღნიშვნით. მისი დანიშნულებაა ობიექტის – მდებარეობის განსაზღვრა რუკის ან ატლასის საძიებელში მითითებული გვერდისა და ინდექსების დახმარებით. ანბანურ-ციფრული აღნიშვნისათვის გამოიყენება კარტოგრაფიული ბადის უჯრედები ან იხაზება მის გარეშე. რუკათა სერიაში ან ატლასში გეოგრაფიული სახელწოდებები საძიებელში განთავსებულია ანბანის მიხედვით, მაგალითად, მოსაძებნი ა ობიექტი მდებარეობს N გვერდზე და B2 უჯრედში.