ინკასო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინკასო - (encashment, collection of payments, იტალ. incasso]- საბანკო ოპერაციის სახეობა, რომლითაც ბანკი საანგარიშსწორებო დოკუმენტების (თამასუქის, ჩეკის, და ა.შ.) საფუძველზე კლიენტის დავალებით და მის ანგარიშზე იღებს კუთვნილ ფულად თანხას მესამე პირისაგან. საინკასო ოპერაციების ჩატარებისათვის ბანკს საკომისიო ეკუთვნის. საერთაშორისო ვაჭრობაში სასაქონლო დოკუმენტების ინკასო მდგომარეობს იმაში, რომ ექსპორტიორი ავალებს თავის ბანკს, მიიღოს განსაზღვრული რაოდენობის ვალუტა იმპორტიორისაგან, ამ უკანასკნელისათვის სასაქონლო დოკუმენტების გადაგზავნის საფუძველზე.

საინკასო ოპერაცია შედგება ოთხი ეტაპისაგან:

  1. ექსპორტიორი გადასცემს თავის ბანკს საინკასო დავალებას და სასაქონლო დოკუმენტების დანართს, რასაც საფუძვლად უდევს ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის დადებული ხელშეკრულება;
  2. ექსპორტიორის ბანკი საინკასო დავალებას სასაქონლო დოკუმენტებთან ერთად გადაგზავნის იმპორტიორის ბანკში;
  3. იმპორტიორის ბანკი მათ გადასცემს იმპორტიორს;
  4. იმპორტიორის ბანკი იმპორტიორისაგან ვალუტის მიღების შემდეგ გადაგზავნის მას ექსპორტიორის ბანკის ანგარიშზე, ეს უკანასკნელი კი ამ თანხას ჩარიცხავს ექსპორტიორის ანგარიშზე. საინკასო ოპერაციების ჩატარებისათვის ბანკი იღებს საკომისიოს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები