ინმუტეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინმუტეფი

ინმუტეფი – ეგვიპტური ღვთაება, რომელიც უკვე პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. სახელი ითარგმნება, როგორც „თავისი დედის სვეტი“, რადგან, ეგვიპტელთა წარმოდგენით, მას თავისი დედა – ზეცის ღვთაება ეჭირა.

ახალი სამეფოდან მისი ეს თვისება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ინმუტეფის დაკავშირება ფარაონთან. ის თან „ახლავს“ მას და ყველანაირ სამსახურს უწევს. სეტი I-ის გამარჯვებების აღმნიშვნელ წარწერაში ამონი მას „აძლევს“ ინმუტეფს, რომ ის ფარაონს გამარჯვებებისაკენ გაუძღვეს. თანდათან ინმუტეფის როგორც ფარაონის დამხმარის ფუნქცია ისეთ მნიშვნელობას იძენს, რომ ინმუტეფმა მიიღო სემ-ქურუმის სახე, რომელიც რიტუალურ ქმედებებში ფარაონის ნაცვლად ან მის გვერდით იღებდა მონაწილეობას. ინმუტეფი, სემ-ქურუმის მსგავსად გამოისახებოდა ლეოპარდის ტყავის მოსასხამით და ახალგაზრდობის ნაწნავით. თუმცა ხდება მისი შერწყმა ხორთან ხორ-ინმუტეფის სახით, აბიდოსის „ენეადაში“, რომელიც თერთმეტი ღმერთისაგან შედგებოდა, ორივე ღმერთი ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები