ინტერნაციონალიზმები (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერნაციონალიზმები – ლექსიკური ერთეულები, რომლებიც გავრცელებულია მსოფლიო, მათ შორის არამონათესავე, ენათა დიდ არეალში. ინტერნაციონალიზმების სათავე უპირატესად ბერძნული და ლათინური ენობრივი სამყაროა, საიდანაც მომდინარეობს ევროპული ცივილიზაციის, ინტელექტუალური მოღვაწეობის სხვადასხვა დარგის შესაბამისი ტერმინოლოგია. ინტერნაციონალიზმების წყაროა აგრეთვე არაბული და ებრაული ენები. ინტერნაციონალიზმების ფონდი ივსება თანამედროვე ენებიდანაც: იტალიურიდან (მუსიკალური ტერმინოლოგია), ინგლისურიდან (საზღვაო ტერმინოლოგია) და სხვ. ქართული ენის ხანგრძლივმა კულტურულ-ისტორიულმა კონტაქტებმა დასავლეთ და აღმოსავლეთ ენობრივ სამყაროსთან განაპირობა ის, რომ ქართულმა ადრიდანვე შეითვისა სპეციალური სიტყვები და გამოთქმები, ასევე გავრცელებული მსოფლიოს არაერთ ენაში (მაგ., ფილოსოფია, ისტორია, გრამატიკა, ლექსი, ეკლესია, ექსორია…).

ინტერნაციონალიზმების ფართოდ დამკვიდრება ენებში, მათ შორის ქართულში, განსაკუთრებით განაპირობა XIX-XX სს. სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა, ინტენსიურმა სოციალურ-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა და ა.შ. ამ გზით დამკვიდრდა ენაში არაერთი საერთაშორისო სიტყვა (კოსმოსი, დიალექტიკა, ნევროზი, ანესთეზია, აქსიომა, ანალოგია, აბსურდი, აბსცესი და მისთ.

ხშირად ინტერნაციონალიზმები ენაში შემოდის სხვა ენების მეშვეობით და შესაბამისად იცვლის ჟღერადობას, ზოგჯერ მნიშვნელობასაც.

არცთუ იშვიათად ინტერნაციონალური ტერმინოლოგია შექმნილია ხელოვნურად (არსებულის ანალოგიით), უპირატესად ბერძნულ და ლათინურ ენათა საფუძველზე (ფონოლოგია, გრაფემა, მორფემა, სემანტიკა და მისთ.).

ინტერნაციონალიზმები შეადგენს ენის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მნიშვნელოვან ნაწილს.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები