ინფორმაციის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინფორმაციის თეორია – კიბერნეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის შეფასების, გადაცემის, შენახვის, მიღების და კლასიფიკაციის აღწერის მეთოდებსა და საშუალებებს.
ინფორმაციის თეორიას საფუძვლად უდევს რაიმე მონაცემში შემავალი ინფორმაციის რაოდენობის გაზომვის გარკვეული ხერხი.
ინფორმაციის თეორიაში პირველ ნაბიჯს წარმოადგენს შენონის დისერტაციის რეფერატი „სარელეო და გადამრთველი სქემების სიმბოლური ანალიზი“ (1938). ამავე პერიოდს მიეკუთვნება მთავარი საკითხის გადაწყვეტა – როგორ გაიზომოს ინფორმაცია. შენონის 1947 წლის სტატია, ხოლო შემდეგ მისი წიგნი (უივერთან ერთად, 1949) შეიცავდა ინფორმაციის, ენტროპიის, ძირითად ცნებებს და ძირითად თეორემებს, რითაც თეორიის საფუძველი შეიქმნა.