იოანე ქონქოზისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე ქონქოსისძე

იოანე ქონქოზისძე — (X ს.), ჰიმნოგრაფი, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულია მისი „გალობანი ქრისტეს ნათლისღებისანი და ჰაბო ისმაიტელყოფილისა ქართველისანი“. საგალობლის თემაა ქართულ სასულიერო პოეზიაში უაღრესად პოპულარული ეროვნული წმიდანის აბოს ღვაწლი. იოანე ქონქოზისძე, მიქელ მოდრეკილის მსგავსად, თავის საგალობელში ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულსა და აბო ტფილელის მოწამეობრივ აღსასრულს ერთად შეამკობს, რადგან აბო სწორედ ქრისტეს ნათლისღების დღეს აწამეს. ავტორი შესთხოვს ცოდვილთა მეოხ აბოს, რომელმაც „სიკვდილისა სასმელი“ ქრისტესთან ერთად შესვა და „გვირგვინი ძლევისა.“ მიინიჭა, შეიწიროს მისი გალობანი — „კნინი ესე ძღვენი“. საგალობელი მაღალი პოეტური კულტურის ნიმუშია. მისი ინტონაცია საზეიმო და ამაღლებულია.


ტექსტი

პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია გვ. ლთ-მე. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 346-348.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები