სასულიერო პოეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასულიერო პოეზია – რელიგიური (ქრისტიანული) შინაარსის ლირიკული და ეპიკური პოეტური ნაწარმოებები.

ქართული სასულიერო პოეზია იწყება დაახლოებით VII-VIII საუკუნეებიდან. თავდაპირველად იგი ნათარგმნი იყო.

ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლებში „მდიდრადაა წარმოდგენილი აკროსტიქი, რომელიც გვხვდება არა მარტო იამბიკოებში, არამედ ისეთ ჰიმნებშიც, რომელთაც საზომი არა აქვთ.

ქართულმა ორიგინალურმა სასულიერო პოეზიამ განვითარების უმაღლეს საფეხურს X-XII საუკუნეებში მიაღწია. ამ პერიოდში გამოჩნდნენ შესანიშნავი ჰიმნოგრაფები, რომლებმაც ღრმად შინაარსიანი, პოეტური ნაწარმოებებით გაამდიდრეს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საეკლესიო პოეზია.

ქართული სასულიერო პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, მიქაელ მოდრეკილი, ეზრა, იოანე ქონქოზისძე, კურდანაი, ფილიპე, სტეფანე სანანოისძე და სხვ.


იხილე აგრეთვე

ჰიმნოგრაფია

წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები