იოთამი (იუდეველთა მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოთამი - (ძვ.წ. 742-735) – იუდეის მეფე, უზიას ძე. იოთამმა გააგრძელა მამამისის სახელმწიფო რეფორმები, თუმცა თავდაპირველად ძალიან ფრთხილად მოქმედებდა და ცდილობდა შეცდომები არ დაეშვა. მეფობის პირველი წლები იოთამმა თავისი სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების აღდგენას მოახმარა. მეფემ მოახერხა დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები და კვლავ დაემორჩილებინა მეზობლები, რომელთაც იუდეისგან განთავისუფლება მოახერხეს. იოთამმა გაამაგრა იერუსალიმის გალავანი და სამეფოს ტერიტორიაზე ახალი ციხე-სიმაგრეები ააგო, ასევე მან განაახლა და დაამშვენა უფლის ტაძარი.

იოთამის მოღვაწეობა ძალიან ჰგავს უზიას მმართველობის პერიოდს, რადგან შვილი მამის დაწყებული სასარგებლო რეფორმების მომხრე და გამგრძელებელი იყო. ამასთანავე იოთამს არ დაუშვია ისეთი შეცდომები, რომლებმაც უზია დაღუპეს. მეფე დიდი ინტერესით შეისწავლიდა უძველეს ებრაულ კანონებს და ცდილობდა იუდეველებს შორის მათ დანერგვას. არც ბიბლიაში და არც სხვა ისტორიულ წყაროებში არ არის ნახსენები იოთამის დაშვებული თუნდაც ერთი შეცდომა და ის ყველგან ჭკვიან და წინდახედულ მონარქადაა მოხსენიებული, ამიტომ ეს ხელმწიფე იუდეის მეფეებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. იოთამის სიკვდილის შემდეგ იუდეის ტახტი მისმა ძემ, ახაზმა დაიკავა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები