უზია (იუდეის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უზია იუდეის მეფე

უზია (ძვ.წ. 769-742) – იუდეის მეფე, ამასიას ძე. უზიამ სამეფო ტახტი 16 წლის ასაკში დაიკავა, ამიტომ თავდაპირველად მხოლოდ სათამაშო იყო სამეფო მოხელეების ხელში, რომელთაც ის აიყოლიეს და მამის წინააღმდეგ ამბოხება წამოიწყეს. მეფე ამასია ფორმალურ მეფედ ითვლებოდა, თუმცა ლახიშში იყო შეხიზნული, ხოლო უზიას ჯარს მისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული. ამ პერიოდში იუდეა ძალიან იყო დასუსტებული, რითაც ვერაგი მეზობლები სარგებლობდნენ. ეგვიპტე, ფინიკია, ედომი და ისრაელი ნელ–ნელა იტაცებდნენ ერთდროს ძლიერი იუდეის სამეფოს ტერიტორიებს.

როდესაც ამასია ლახიშში მოკლეს, უზიამ მისი ცხედარი იერუსალიმში წაიღო და სამეფო აკლდამაში დაკრძალა. ამის შემდეგ მეფე უფრო ენერგიულად ამოქმედდა, რადგან ერთიანი იუდეა მთლიანად მოიგდო ხელში. ტახტის მოწინააღმდეგე მას აღარავინ ჰყავდა, ამიტომ უზიას შეეძლო ამ მხრივ მშვიდად ყოფილიყო. უზიამ პირველ რიგში დასუსტებული იუდეის საზღვრების გამაგრება დაიწყო. მეფემ მრავალი ციხე-სიმაგრე ააგო, ხოლო ქალაქები გაამაგრა და ჯარი ჩააყენა.

უზიას ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკის განვითარება იყო. მეფემ სავაჭრო ურთიერთობა დაიწყო ყველა მეზობელ და უფრო შორეულ ქვეყნებთან. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა იუდეის დანგრეული ეკონომიკა. იუდეა აწარმოებდა ღვინოს და ტყავს, რომელიც შორეულ ქვეყნებში, არაბეთსა და ინდოეთშიც კი გაჰქონდათ. ამან იუდეველებს დიდი სიმდიდრე მოუტანა.

უზიამ დაიწყო სამხედრო რეფორმებიც. მან შეკრიბა საკმაოდ დიდი, გაწვრთნილი არმია და საუკეთესოდ შეაიარაღა იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღით, რაშიც თანხები არ დაუზოგავს. კარგი ჯარის შექმნამ უზიას საშუალება მისცა აგრესიული მეზობლების ექსპანსია შეეჩერებინა და დაკარგული ტერიტორიებიც დაებრუნებინა. მეფემ დაამარცხა ფილისტიმელები და არაბები, ხოლო ამონიტელები აიძულა რეგულარული ხარკი ეხადათ იუდეისთვის. უზიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის სამეფოს მაშინდელ მეფესთან, იერობოამ II-თან, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ იერობოამ II–მ არამის წინააღმდეგ წარმატებული ლაშქრობის შემდეგ არამელთა მიწების ნაწილი უზიას უწილადა

უზიამ დიდი ყურადღება დაუთმო იერუსალიმის აღდგენას და გამაგრებას. მან ააშენა ძლიერი კედლები ქალაქის გარშემო, რომელშიც მსხვილი კოშკები ჩააშენა, ხოლო კოშკებზე მძიმე სამხედრო კატაპულტები და ბალისტები განალაგა. ამ სამხედრო მანქანების მეშვეობით იუდეველებს შეეძლოთ ქვები და ისრები დაეშინათ მოალყე მტრისათვის.

ასეთი წარმატებული რეფორმებისა და ლაშქრობების შემდეგ მეფე უზიამ მოინდომა ქვეყნის მთავარი ღვთისმსახური გამხდარიყო, როგორც იერობოამ II იყო ისრაელში. თუმცა იერობოამ II-ს დროს ისრაელი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. ებრაელთა კანონების მიხედვით კი ეს დაუშვებელი იყო, ამიტომ ხალხისგან და ტაძრის მსახურებისგან მეფის სურვილს ცუდი რეაქცია მოჰყვა. სწორედ მაშინ შეეყარა მეფე უზიას კეთრი, ამიტომ იძულებული გახდა სიცოცხლის დარჩენილი წლები ყველასგან განცალკევებით გაეტარებინა მეფემ 52 წელიწადი იმეფა და საბოლოოდ საშინელი დაავადებით გარდაიცვალა. ის სამეფო სასაფლაოზე დაკრძალეს. იუდეის ტახტზე უზიას ძე, იოთამი ავიდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები