ირიგაცია (ძველ ეგვიპტეში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირიგაცია – რადგან ეგვიპტეში სარწყავი წყლის ერთადერთ წყაროს ნილოსი წარმოადგენდა, ეგვიპტელებმა ძალიან ადრე ისწავლეს დიდი მდინარის წყლების „დაკავება“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავიდან მარტივი მიწაყრილების საშუალებით. თანდათან ქვეყანაში განვითარდა საკმაოდ რთული საირიგაციო სისტემა. ნილოსის დაბლობი მდინარის ნაპირიდან უდაბნოს ამაღლებულ ტერიტორიამდე დაყოფილი იყო მიწაყრილებით, ჯებირებით და დამბებით. მათი საშუალებით ხდებოდა წყლის „შენახვა“ და საჭირო მიმართულებით გაშვება. არხები და დამბები უკვე ადრედინასტიურ გამოსახულებებში გვხვდება და მოხსენიებულია პირამიდების ტექსტებში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები