ისაკაძე ელდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელდარ ისაკაძე

ელდარ ისაკაძე − (5. იანვარი 1936, თბილისი – 27 ივლისი 2005,ინგოლშტადტი (გერმანია), ქართველი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983).

1954−57 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. (ხელმძღვანელი გ. ბარნაბიშვილი). 1957-60 მოსკოვის კონსერვატორიაში (ხელმძღვანელი ს. კნუშევიცკი). 1957 პირველი პრემია მოიპოვა ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე, 1960-ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი გახდა. 1962-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1984-დან პროფ), 1974–76 კაიროს კონსერვატორიის პროფესორი, შემდეგ კვლავ თბილისის კონსერვატორიაშია – 1990-მდე. 1990-დან ცხოვრობს გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში, მუშაობდა კამერულ ორკესტრში, რომელსაც მისი და ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა, 1994-დან იქვე მუშაობდა პედაგოგად დ. ოისტრახის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში. ისაკაძის დაკვრა საშემსრულებლო კულტურით, ხალასი ექსპრესიით და ტემპერამენტით გამოირჩეოდა. ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მათ შორის ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძისა და ვ. აზარაშვილის სავიოლონჩელო კონცერტების) პირველი შემსრულებელია. პირველმა საქართველოში შეასრულა ს. პროკოფიევის კონცერტი-სიმფონია და დ. შოსტაკოვიჩის კონცერტი №1. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები