იჯარეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იჯარეთი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1260-1360 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ მანძილზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების იჯარეთის მონასტერი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 281, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).