კადენცია (ჯაზი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კადენცია (ჯაზი) ჰარმონიული საქცევი, რომელიც ასკვნის მუსიკალურ ნაწარმოებს, მის ნაწილს ან ცალკეულ ნაგებობას. ჯაზში კადენციას ეწოდება „ბრეიქ“ (break). დასრულებული სახით ბრეიქი ჩამოყალიბდა ბლუზში. იგი წარმოადგენს რამდენიმე, ჩვეულებრივ თავისუფალ ტაქტს. იმის გამო, რომ ბლუზის თემა, პოეტური ტექსტიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე მთელი მუსიკალური სტრუქტურა, დასკვნითი ტაქტები ივსება იმპროვიზაციით ან უბრალოდ აკორდების თანმიმდევრობით. ბლუზის ეს ხერხი აისახა ჯაზის სხვა ფორმებში თავისებური საორკესტრო კადენციის სახი.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები