კავშირგაბმულობის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის სისტემა - კავშირგაბმულობის ძალების და საშუალებების ორგანიზაციულ-ტექნიკური გაერთიანება, რომელიც მთლიანად შეიარაღებულ ძალებში, გაერთიანებაში, შენაერთში, ნაწილში ოპერაციის (ბრძოლის) და ყოველდღიური საქმიანობის დროს ჯარების (ძალების) მართვისთვის იქმნება.

კავშირგაბმულობის სისტემა მოიცავს:

  • კავშირგაბმულობის საყრდენ ქსელს; მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძებს;
  • პირდაპირი კავშირგაბმულობის ხაზებს;
  • საყრდენ ქსელთან მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების მიბმის ხაზებს;
  • ფელდიეგერული საფოსტო კავშირგაბმულობისქსელს;
  • კავშირგაბმულობის ტექნიკური უზრუნველყოფის და ჯარების (ძალების) მართვის ავტომატიზებულ სისტემას;
  • კავშირგაბმულობის მართვის სისტემებს;
  • კავშირგაბმულობის ძალების და საშუალებების რეზერვებს.

კავშირგაბმულობის სისტემა შეიძლება იყოს სტაციონარული ან საველე (მოძრავი). სტაციონარული კავშირგაბმულობის სისტემის საფუძველს შეადგენენ შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის სტაციონარული კვანძები, ხაზები და კავშირგაბმულობის სახელმწიფო ქსელები. საველე კავშირგაბმულობის სისტემა კავშირგაბმულობის საველე საშუალებების მეშვეობით იშლება.

კავშირგაბმულობის სისტემის მიმართ წაყენებული ძირითადი მოთხოვნებია: მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა, მდგრადობა, მაღალი მობილურობა, საჭირო გამტარუნარიანობა, ყველა სახის ინფორმაციის გადაცემის ფარულობის, უსაფრთხოებისა და უტყუარობის უზრუნველყოფა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები